| გაკვეთილის მთავარი თემა | მოგზაურობა სკოლის გარეთ |
| სწავლის საფეხური | 1კლასი დაწყებითი საფეხური |
| მოსწავლეთა პროფილი | 4მოსწავლე, ამათგან არცერთი არ საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას |
| გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა | მოსწავლეებს ექნებათ საშვალება დააკვირდონ და შეისწავლონ სკოლის მიმდებარე ტერიტორია. |
| გაკვეთილის მიზნები და შედეგები | 1.მოსწავლეებმა განასხვავონ შორს და ახლოს მდებარე საგნები .2.საგნების სივრცითი აღქმისა და მისი ნახატით გადმოცემის უნარის გამომუშავება. 3.მოძრავი და უძრავი საგნების აღქმა –დაფიქსირებისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარის განვითარება. 4ბუნ.1.4.მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება სკოლის ტერიტორიაზე. |
| წინასწარი ცოდნა | მოსწავლეებმა იციან სკოლის შიდა ტერიტორია–დარბაზი, საკლასო ოთახი, ბიბლიოთეკა, დერეფანი. |
| შეფასების საგანი და პროცედურები | განმავითარებელი შეფასების რუბრიკა. |
| სასწავლო მასალა ტექნიკური რესურსები | სახელმძღვანელო, ფერადი ფანქრები. |
| გაკვეთილის მსვლელობა საკლასო მენეჯმეტი | · მისალმება 1წთ. · წინა მასალის გამეორება 1წთ. · ახალი მასალის გაცნობა 2წთ. · სკოლის ტერიტორიის გარედან დათვალიერება10 წთ. · კითხვა –პასუხი 2წთ. · მოძრავი პაუზა 2წთ. · მუშაობა სახელმძღვანელოზე 10 წთ. · პრეზენტაცია 4წთ. · გაკვეთილის შეჯამება 2წთ. · შეფასება 1წთ. |
manana yurmashvili
Saturday, October 15, 2011
მოგზაურობა სკოლის გარეთ
Friday, October 14, 2011
,,ბუნება საფრთხეშია ''
პროექტის სახელწოდება | ,,ბუნება საფრთხეშია '' |
პროექტის მთავარი იდეა | მოსწავლეები ისწავლიან და გაანალიზებენ იმ საფრთხეებს , რომლებსაც ადამიანები უქმნიან ბუნებას. |
პროექტის აქტუალობა მნიშვნელობა | გაუფრთხილდებიან ბუნებას , არ დაანაგვიანებენ , რადგან ეცოდინებათ რომ ისინიც ბუნების ნაწილნი არიან. |
პროექტის მიზნები | მოსწავლეებმა შეძლონ განასხვავონ სუფთა და დანაგვიანებული გარემო, დაიცვან გარშემო სისუფთავე. |
მოსწავლეთა ასაკი | I-II-III-IV კლასები |
შესრულების ვადა ხანგრძლივობა | 1კვირა |
მოსალოდნელი შედეგები | მოსწავლე განასხვავებს სუფთა და დანაგვიანებულ გარემოს, სიტყვიერად ან ჩანახატების სახით გადმოსცემს საკუთარ განწყობას კონკრეტული გარემოს მიმართ. იცავს გარშემო სისუფთავეს და აღწერს ამ მიზნით საკუთარი ქმედების მნიშვნელობას. |
პროექტის საჭირო რესურსები | კომპიუტერი, რვეული, კალამი, სურათები. |
პროექტის მსვლელობა ძირითადი აქტივობები | შეიქმნება ჯგუფები, რომლებმაც ერთი კვირის განმავლობაში უნდა მოიძიონ ინფორმაცია შექმნილ პრობლემებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ბუნებას , გაესაუბრონ მოსახლეობას, გავიდნენ ბუნებაში და გადაუღონ სურათები დანაგვიანებულ ადგილებს. მოსწავლეების მიერ შექმნილი მასალები იქნება განხილული და შემოწმდება, მოსწავლეები კი მიიღებენ მითითებებს თუ როგორ უნდა წარმართონ პრეზენტაცია. |
საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი | ბუნება, ქართული, ხელოვნება. სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, კვლევის, ანალიზის შედარების,მსჯელობის უნარის განვითარება. |
პროექტის ხელმძღვანელი | მანანა ყურმაშვილი |
Subscribe to:
Posts (Atom)