პროექტის სახელწოდება | ,,ბუნება საფრთხეშია '' |
პროექტის მთავარი იდეა | მოსწავლეები ისწავლიან და გაანალიზებენ იმ საფრთხეებს , რომლებსაც ადამიანები უქმნიან ბუნებას. |
პროექტის აქტუალობა მნიშვნელობა | გაუფრთხილდებიან ბუნებას , არ დაანაგვიანებენ , რადგან ეცოდინებათ რომ ისინიც ბუნების ნაწილნი არიან. |
პროექტის მიზნები | მოსწავლეებმა შეძლონ განასხვავონ სუფთა და დანაგვიანებული გარემო, დაიცვან გარშემო სისუფთავე. |
მოსწავლეთა ასაკი | I-II-III-IV კლასები |
შესრულების ვადა ხანგრძლივობა | 1კვირა |
მოსალოდნელი შედეგები | მოსწავლე განასხვავებს სუფთა და დანაგვიანებულ გარემოს, სიტყვიერად ან ჩანახატების სახით გადმოსცემს საკუთარ განწყობას კონკრეტული გარემოს მიმართ. იცავს გარშემო სისუფთავეს და აღწერს ამ მიზნით საკუთარი ქმედების მნიშვნელობას. |
პროექტის საჭირო რესურსები | კომპიუტერი, რვეული, კალამი, სურათები. |
პროექტის მსვლელობა ძირითადი აქტივობები | შეიქმნება ჯგუფები, რომლებმაც ერთი კვირის განმავლობაში უნდა მოიძიონ ინფორმაცია შექმნილ პრობლემებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ბუნებას , გაესაუბრონ მოსახლეობას, გავიდნენ ბუნებაში და გადაუღონ სურათები დანაგვიანებულ ადგილებს. მოსწავლეების მიერ შექმნილი მასალები იქნება განხილული და შემოწმდება, მოსწავლეები კი მიიღებენ მითითებებს თუ როგორ უნდა წარმართონ პრეზენტაცია. |
საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი | ბუნება, ქართული, ხელოვნება. სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, კვლევის, ანალიზის შედარების,მსჯელობის უნარის განვითარება. |
პროექტის ხელმძღვანელი | მანანა ყურმაშვილი |
Friday, October 14, 2011
,,ბუნება საფრთხეშია ''
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment